четверг, 30 июня 2011 г.

დედაუნივერსიტეტს!

    შენი ძუძუები სპილენძისაა, ზარს ჰგავს და ,,ტყვილა" სუპის  გემო დაყვება! რამდენჯერაც გული ამიცრუვდა, ქაღალდის ,,ფიფრინავი" მომაწოდე გასართობად. იმ დღესაც შენი ხელი ვიგრძენი მხარზე,  კონცერტზე გინდოდა ჩემი წაყვანა და იაფფასიანი მუსიკით გამოქლიავება!  შემეშინდა და გაკვეთილიდან გამოგდებული ბავშვივით ავიტუზე ტუალეტის სუნით აქოთებულ დერეფანში. როგორ ცდილობდი მშიერი არ დაგრჩენოდით არცერთი, მაგრამ... მრავალშვილიან ოჯახში ერთი ყოველთვის რჩება ცხვირმოუხოცავი და სახემოთხუპნული. მაინც რა გაუმაძღარი მამრი დაგეპატრონა!
    დღეს გიყურებდი შორიდან... დაბერებულხარ, სახე ჩამოგშლია... შემეცოდე. მერე გავიარე, შენს საშოში გატარებული წლები გავიხსენე... შეჯამება ვცადე, მაგრამ ასოციაციური გზები ინფორმაციის ნაკადმა ჩამიხერგა. შენშიყოფნის პერიოდიდან მხოლოდ ბუნდოვანი სიზმრები გამომყოლია. არადა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შენამდეც იყო რაღაც...
 

    
    

вторник, 24 мая 2011 г.

აპოლიტიკური შეხედულებები

    სიტყვა ,,მოქალაქეობა" მიტივტივდება ხოლმე თავში შიგადაშიგ. ეგრევე ჩემი სუსტად გამოხატული მოქალაქეობრიობის განცდა და აპოლიტიკურობა მახსენდება. ნორმალურად ვერც ვაყალიბებ რას ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვა. არც გავუზრდივარ ვინმეს მოქალაქედ. ალბათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები მოიაზრება, არა? მოკლედ, ასე ჩემით ვცდილობ განმარტებას და ქცევაში გატარებას.
    ამ დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების (ეჰეჰე კურიერი) გავლენით გამახსენდა ,,მოქალაქეობა". განსაკუთრებით მაშინ როცა საღორედ ქცეულ თავისუფლების მოედანზე გავიარე ავტობუსით. ბოთლები, ცელოფნის პარკები, ნაგავი, ნაგავი, ნაგავი.
    ვინ ქნა? ჩვენ!
   ,,ჩვენ" მხოლოდ ,,მე"-ს მრავლობითი ფორმა არაა! ეს დიურკემმა და კიდევ უამრავმა ჩვენზე ჭკვიანმა თქვა, იკვლია, დაადასტურა, გამოხატა. ამ შემთხვევაში ჩვენ-ში ქართველებს ვგულისხმობ. რამდენმა დაისტატუსა, გაიფიქრა, დაიყვირა, ჩაიმღერა აქედან გაქცევის სურვილი... გიყურებთ პოლიტიკური შეხედულებები ფეისბუქის ინფოში ან ცარიელია ან ფრუსტრირებული ან გაუგებარი.
    ზოგადად კი, ჩემი დაკვირვებით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური აქტიობის მიხედვით ადამიანები იყოფა სამ კატეგორიად: პოზიცია, ოპოზიცია და დანარჩენები. დანარჩენებში, როგორც ადრე ნინო ბურჯანაძე გვიწოდებდა, ,,ჩვეულებრივი ადამიანები" მოვიაზრებით (თვითონ ხომ არაჩვეულებრივები არიან!).  ,,ჩვეულებრივი ადამიანები" ,,ჩვენმხრივ" იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები დავიარებით - დავიარებით გატენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც მუდმივი აქციების გამო შემოვლით მოძრაობს. ზოგი ალბათ ჩამოდის ავტობუსიდან... ოპოზიციისგან მოგდებულ 10 ლარს, რამე უტოპიურ იმედს, ან ხელისუფლების მხრიდან სოციალური შეღავათების პაკეტს დახამებული! ამ ყველაფერს აუცილებლად სდევს თან ცემა-ტყეპა-გინება-ფურთხება-დაბინძურებულ-დაფსმული ქუჩები. ერთი-ორი მანიპულატორი აუცილებლად ახსენებს ,,პიდარასტებს" (მნიშვნელობა მაინც იცოდნენ, ან რა შუაშია საერთოდ?), ღვთის სახელიც გაიჟღერებს, იეღოველობას ან/და ურწმუნოებასაც დასწამებენ ვინმეს (მაინც რელიგიით პამპულობანა კარგად ჭრის). მერე ეს ვიდეოები ,,შეარდება", და ყველა არხზე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ტრიალებს საათში ერთხელ. გამოჩნდება ვინმე უბედური გლეხკაცი, ვინმე ,,გია", ან გლეხქალი სიტყვაზე ,,მანანა", რომლებიც აქციაზე შემთხვევითმოხვედრილების კატეგორიაში ჩაჯდებიან. მერე ჩვენ ყველანი ვიცინებთ ბიომეტრულ პასპორტებზე. არაეთიკურია, მაგრამ როგორც წესი არაეთიკური და მკრეხელური რამეებია ხოლმე ყველაზე სასაცილო.
     მე - პასიურად გაბრაზებული, აპოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქე გვერდიდან დავაკვირდები. გატენილ ავტობუსში ავხოხდები. ისევ შემოვლითი გზით წავალ... მერე ცხელ წყალში ფეხებჩაწყობილი ასე და ამგვარად გამოვთქვამ ჩემს არცისეკარგად ჩამოყალიბებულ აზრს.

пятница, 13 мая 2011 г.

ნაწილი პირველი

    ჩვენ 
   ომგამოვლილი, შევარდნაძენახული, პოსტსაბჭოთა, პოსტინდუსტრიული, საშუალო სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე თაობა ვართ! 
    
     უკვირთ რატომ ვართ დეპრესიულები, აპათიურები, არაადაპტურები. ასაკს აბრალებენ. ჰეჰ... არაეფექტური მიდგომა აქვთ მშობლებს!
    ერთმანეთს ვხვდებით ვიტუალურ სამყაროში და უფასო ღონისძიებებზე, სადაც უხვად ვისხამთ იაფფასიან ალკოჰოლს (რასაც გამოიმეტებენ) და კბილისსაჩიჩქნზე წამოცმულ სასუსნავებს. 

     საშუალოზე დაბალი განათლება მივიღეთ საშუალო სკოლებში და უმაღლესშიც არც ისე მაღალი სტანდარტები დაგვახვედრეს.... მაინც ვაკრიტიკებთ. ვხვდებით როგორ გვატყუებენ და იმიტომ!

     კონკრეტულ მუსიკას ვუსმენთ, კონკრეტულ ლინკებს ვაშეარლაიქებთ, კონკრეტული გემოვნება გვაქვს.
     ქართულ ღირებულებებს (ცუდი გაგებით) ქართულ კაი კაცობას, ძველბიჭობას, ქალიშვილური მენტალიტეტს, საერთოდ კვერცხუჯრედულ აზროვნებას, სპერმატოზოიდულ გამოხტომებს ვგმობთ.  
   
     ბევრ რამეს ვგმობთ და ვუკადრისობთ! ერთხმად ვაღიარებთ პრობლემების არსებობას. და ერთსულოვნად ვუმოქმედობთ. სხვა რა გზა გვაქვს? 
     
     ეს ზოგადი ტენდენციები.
      
     მე
     
     მე რა? 
     მეც ანალოგიურად: ძონძები, მენტალმასტურბაცია, არც ისე რეალიზირებული, საშუალოდ განათლებული, საშუალოზე უფრო გაბრაზებული, საკმაოდ მარტოდმყოფი, ვიტენი თავს არასაჭირო ინფორმაციით, ვიკვებები მეორადი ემოციებით. მოწყენილობისგან თავის დასაღწევად მივართავ თვით-გამოხატვას და იაფფასიანი ხრიკებით ვიმკვიდრებ თავს ზემოთუკვეაღნიშნულ საზოგადოებაში. მეზარება ვიყო ,,ინძი" და განსხვავებული, მაგრამ მაშინებს ბანძობა. ვცდილობ ძალიან გამორჩეულებში ჩემი უბრალოობით არ გამოვირჩეოდე. ასეა საჭირო!
    მოცემულ მომენტში ფეხმორთხმული და ხელდაუბანელი ვზივარ ეკრანთან. ახალშემოსწრებული ვირტუალობას, რომელშიც რეალურად არაფერი ხდება. 
    დღითი დღე ვხდები უფრო გულახდილი და საკუთარ თავს ვეკითხები რამდენად ნორმალური და მომგებიანია ეს მიდგომა?!
    ვუგულებელყოფ სასვენ ნიშნებს და საერთოდ არასერიოზულად ვარ განწყობილი!
     

    

вторник, 8 марта 2011 г.

(მენსტრუაციის წინ საფიქრალი)


 გახეული პრეზერვატივი ანუ როგორ ხდება ეს სინამდვილეში...

    მივდივარ ჩემთვის ღამე ქუჩაში. ცივა. ვხედავ ძირს გდია ნახმარი პრეზერვატივი! ვინ ავანტყოფს აუდგა ამ ყინვაში-გავიფიქრე და განვაგრძე გზა! 
    პრეზერვატივის არსებობის შესახებ იცოდნენ ძველ ეგვიპტეშიც! ახლა შეიგიძლია იყიდო ყველანაირი ფერის გემოს სუნის ხარისხის... კონტრაცეფტივებიც (მგონი ასე ქვია) არსებობს და რაღაც სანთლები და უბედურებები მარა კიდე ვენერიული დაავადებები და სოკოც არსებობს ,,იქ".
     მაგრამ! პრეზერვატივი შეიძლება გაიხეს! და აწერია 95-98%ით იცავსო! როგორ უნდა უთხრა შენს შვიილს რომ გახეული პრეზერვატივის ნაყოფია??
     მერე იბადება ბავშვი!
     და წერო მიდის შარვალში!
     კაცებს ძუძუები არ აქვთ ამიტომ:
     ჩვილის დედებს სახეები ეცვლებათ. აცილებლად იცნობ: უძინარი (ან ძალიან უძინარი). დაღლას მიუჩვეველი წუწუნ-ჩამდგარი თვალებით. მაგრამ თავის აღუას შეხედავენ თუ არა წუწუნის ადგილს უწუ-პუწუ იკავებს: ნახეთ მისი შვილი როგორ აბოყინებს ასე არაცერთ ბავშვს არ შეუძლია!  დიდი ჩანთებით დადიან სულ. ჩანთაში: პამპერსი, ზაპასნოი პამპერსი, სოსკა, ზაპასნოი სოსკა. ეეჰ რა იქნებოდა ზაპასნოი პრეზერვატივი ქონოდა ზოგს თავის დროზე!
     დალშე:
     30 თებერვალი. გაჩერებაზე ვდგავართ მე ვიღაც ახალგაზრდა ქალი და მისი 5-6 წლის ბავშვები (ორივე გოგო) ველი 43-ს. ჩერდება ავტობუსი და ვიღაც პატარა ბიჭუნა გაჩერებული ავტობუსიდან 3 კოკა-კოლის ბოთლს აგდებს შუა ქუჩაში. არც კი ჩამოდის!!! ჩემი ხხხახხხხიდან ახხხვარი ამოხხხხეთქავს და ვიწევი ბოთლის ასაღებად. ნაბიჯი არ გადამიდგამს ისე ეს ორი გოგო ეტაკება დანარჩენ ორ ბოთლს! (ალბერტ ბანდურას რო ენახა გულში ჩაიხითხითებდა). ვაგდებთ ურნაში და მე მეორე გაჩერებისკენ მივდივარ, სიარულში აღშფოთება რომ ჩავახხხხხრჩო.
    მოვიდა როგორც იქნა 43. ვდგავართ უკან მე და ისევ ვიღაც ახალგაზრდა ქალი ისევ ვიღაც პატარა გოგოებით. რატომ შემომემჩნია იმ დღეს ამდენი პატარა გოგო არ ვიცი. ესენი ცოტა დიდები ასე 6-8 წლისები. დედას ერთის სასკოლო ჩანთა ერთ მხარეს მოუკიდია მეორის - მეორე მხარეს. სიფათზე უკვე აწერია რომ დაიღალა ამ ჩანთების თრევით. ბავშვების საუბარს ვიწერ დიკტოფონით და მეხითხითება გულში.
    ვარდისფერქუდიანი: ამას შევღებავთ და ფანჯრებს ჩავსვამთ.
     გავიხედე 74-ე მინგრეული სკოლა დერეფანში შმორის მარადი სუნით.
     მეორე უმცროსი ცისფერქუდიანი თითებს ატყაპუნებს ფანჯარაზე ვითომ კომპიუტერში შეყავს მონაცემები.
     ვარდისფერქუდიანი: ამეებს შევღებავთ, გავხსნით!  ამეებს შევღებავთ, გავხსნით! ამეებს შევღებავთ, გავხსნით! (ბუტკების მთელი კოლონაა საცოდავად ჩამწკრივებული)
     პარკს ჩავუარეთ.
     ცისფერქუდიანი: აქ არ დავამატოთ ხალხი?
     ვარდისფერქუდიანი: ხო მოდი პირდაპირ კომპიუტერით! - ცისფერქუდიანი აწკაპუნებს ისევ ფანჯარაზე.
       გარეთ ისე ცივა კომპიუტერის გარეშე მართლა ვერ დაამატებდნენ ხალხს...
       სარეცხი!
       ვარდისფერქუდიანი: ამას ჩამოვხსნით გავაშრობთ.
       მერე საბავშვო ბაღია იასამნისფერი...
       ცისფერქუდიანი: წარმოიდგინე, რომ ეს სხვა ფერისაა და ჩვენ შევღებავთ იასამნისფრად!
      მე მიკვირს რატომაა ასაკობრივი ზღვარი პრეზიდენტობაზე?!
       მერე დედას ვუყურებ: ინდეფერენტული დაღლილი სახით, ფიქრობს ალბათ სახლში რო მივა სადილად რას მოამზადებს. ბავშვებს ათასში ერთხელ მიხედავს, ,,გაჩერდითო" მიუგდებს. მაგრად ეზარება და მობეზრდა! როგორ არ მოგბეზრდება დღეში ასჯერ რომ გკითხავენ ას კითხვას თითოზე კიდევ ან ასი პასუხია ან პასუხი საერთოდ არც არსებობს!
  
     მიყვარს ბავშვები? (ითარგმნება: მომავალში მინდა ბავშვი?) იმთავითვე დებილური კითხვა! თითქოს ბავშვები ზოგადად რაღაც ერთგვაროვანი მასაა, რომელიც ჩხხხავის ჯვამს და ნერვებს გიშლის! (თარგმანი: აბა მე რა ვიცი)
   ავტობუსის გოგოებზე ვფიქრობ ჩემს უბანს რომ აშენებდნენ და ღებავდნენ...       ავტობუსში არ მეფიქრებოდა, უბრალოდ მიხაროდა რომ პრეზერვატივი 100-%-ით არ იცავს! და ზოგიერთი ხომ პრეზერვატივის გარეშეც... და მერე თავისი ნებით მოიკიდებს ცალ მხარეს ერთი ბავშვის მეორე მხარეს - მეორეს ჩანთას!

воскресенье, 27 февраля 2011 г.

კიდევ ერთი პარადი პირადულ თემებზედ

ბოღღღმა (ხორხისმიერი ,,ღ"-თი) 

    ზოგჯერ ძალიან პირდაპირი ვარ (ზოგჯერში ჩემს ცხოვრებას ვგულისხმობ და პირდაპირში სითავხედეს) მაგრამ მაინც რამდენსაც არ ვცდილობ ყოველთვის მრჩება სათქმელი. აი რო მოდიხარ სახლში და ფიქრობ: ასე მეთქვა ნეტა, ის ისე მექნა, ამას რა უნდოდა და ა.შ. ხოდა მერე საკუთარ თავს ველაპრაკები მაგაზე. წარმოსახვით მეტოქეს ვეჩხუბები, ვეკამათები რაღაცეებზე. მოკლედ ვცდილობ განვიტვირთო. (განტვირთვისას კიდე ვიბოღმები!) ხშირად ეს სიტუაციები მეორდება.
     აი მაგალითად რო ამბობენ ვინმეზე გუბკასავით ტვინი აქვს ეგრევე იწოვს ყველაფერსო, მინდება ვუპასუხო: ხოდა გაწურე ეგ გუბკა თორე ვერ ხედავ ჩაგილპა!
     ან მინეტზე რო ამბობენ ფუო, მინდება ვუპასუხო: თორე ბებიშენისამ ჩუპა-ჩუპსს არ ლოღნი რა!
    კიდე რო მეუბნება ვინმე: ცხოვრების მოწოდება უნდა იპოვოო მინდება ვუპასუხო: შენნაირი უნიჭო არ ვარ და იმდენი მოწოდება მაქვს ამორჩევა მიჭირს-მეთქი.
    ძლიერი ვარ არ ვტირიო რო იჩემებენ ეგეთი მინდა ვაწამო სანამ ცრემლი არ გადმოვარდება!
    კიდე რო მეუბნებიან რა გეშველებაო: იდი  ნახვიო ყოველ ჯერზე!
     Website not found, error 404-ო რო  ეწერება, მინდება ვუთხრა აბა რა ჯანდაბად მაძებნინეო.
    რაღაცას რომ მიმალავენ და თან ასე: ნუ არაა ახლა ეს აქ სალაპარაკო მაგაზე მინდება ყველას გასაგონად ხმამაღლა ვუღრიალო: ძალიანაც გინდა თქმა, თორე აბა რატომ დაიწყებდი მაგაზე ლაპრაკს?!
    რო მეუბნებიან რამე ბიოუროკრატიულ კითხვაზე: ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მინდება ვუთხრა: ბარემ მითხარი რომ ყლეზე გკიდივარ!
    რო მეუბნებიან კონფორმისტი ხარო, ვნატრობ მუსკულებიანი შავსათვალიანი როჟა ვიყო და ხელში მაგარი ,,პუშკა" მეჭიროს და ვუპასუხო: ხო ძმაო პრობლემაა??
ან კიდე: შენ რომ არ ხარ რა ხეირი? ან კიდე: კლეჩატი საროჩკა რო გაცვია მაგით რამე შეცვალე?
    და ძუძუებზე რო მეკაიფებიან მინდება ეგრევე მაიკა ავიწიო! აგე ნახე რა მშვენიერი ძუძუები მაქვს!
      გასაუბრებაზე რომ მთხოვენ საკუთარი თავი ავღწერო პირზე მადგას: თავი თქვენზე ჭკვიანი მგონია. ემოციური პრობლემები მაქვს, შფოთვითი აშლილობა და საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში აზრზე არ ვარ! დროზე არსად მივდივარ და პუნქტუალურიც ვერსადროს გავხდები ალბათ!
     რო მეუბნებიან ყველაფერი კარგად იქნებაო სახეში შეფურთხების დაუკებელი სურვილი მახრჩობს!
      რო წუწუნებენ სულ და სამყაროს აგინებენ, ეს ასე რატომაა ის ასეო მინდება ვუთხრა: შენ თვითონ ხო რას ამბობ ხარ რა ამ სამყაროს გვირგვინი!
      საკუთარ ცხოვრებას რომ აგინებენ, მინდება ვუთხრა მადლობა თქვი რაც გაქვს და ტრაკი გაანძრიე მეტი თუ გინდა!
     მაკდონალდსში ტვინს რო ბურღავენ: გემრიელად მიირთვით! უნდა ვუთხრა: კაია რომ მაგის ზეპირად სწავლა შეძელი ჩლუნგო! ეჭვი არ შეგეპაროს გემირელად მივირთმევ და გემრიელად ვარწყევ ამ ნაგავს სახლში!
     კიდევ ერთი გენიალური კითხვა: გათხოვილი ხარ? რაც ითარგმნება ქალიშვილი ხარ? ამაზე მინდება ვინც მეკითხება იმის ხელი ავიღო და საჭირო ადგილას მოვასინჯინო აპკის არსებობა-არარსებობა!
     მეზობელი კოლიას ძაღლი რომ დარბის ქუჩაში მშიერი, მინდება კოლია სახლიდან გამოვაგდო და ბინა ძაღლის სახელზე გავაფორმო!
     კარგი რაღაცეების თქმაც მინდა ზოგჯერ მთლად ეგეთი ბოღმაც არ ვარ. აი მაგალითად მამიდაჩემი ავადაა და მამაჩემი ეხმარება კერვაში, და რო ლამბავს და სტროჩკავს გულში ვეუბნები: მამი, შენ ჩემი გმირი ხარ!

    და ჩემი გაუბედურებული მეზობელი ნინო რომ ატირებს თავის 3 წლის ბავშვს მუდმივად არ ვიცი რა ვთქვა ან ვქნა. და მაშინ იმდენი შხამი მიგროვდება, სითხედ რომ იქცეს მგონია დედამიწას დატბორავდა...

P.S. ამ ყველაფერს საკუთარ თავსაც ვეუბნები ხოლმე!

вторник, 22 февраля 2011 г.

პარადული საუბარი პირადულ თემაზე


  ღმერთი ჩემი მეგობარია!

   ციუკა თვლის რომ ჩემი მეტყველების კონტენტ-ანალიზი რომ გავაკეთოთ ღმერთი პირველ ადგილზე იქნება. ციუკა მართალია! მე სულ ვეკაიფები ღმერთს, აუგად მოვიხსენიებ (აუგი მაგარი სიტყვაა), ვმკრეხელობ ვნაგლობ და ა.შ. მოკლედ ღმერთთან შუტკა მაქვს გახსნილი.
   დღეს გადავწყვიტე ფარდა ავხადო ჩემს საიდუმლოს: ღმერთი ჩემი მეგობარია! ყველანაირი ირონიის გარეშე.
     დავიწყებ თავიდან: ღმერთში საერთოდ ღმერთის იდეას ვგულისხმობ და არა ალაჰს იეჰოვას ან სხვა ღმერთებს. მოკლედ ჩემს თავში ღმერთი ჩაიდო ასე: უფალი მამა ერთი რომელიც განაგებს ყველაფერს, კეთილი სამართლიანი. არის ყველა ადამიანში, შეუძლია ყველაფერი, მაგრამ არჩევანის საშუალებას ყოველთვის გვიტოვებს. არ გვსჯის! (როგორც ეს ბევრ თახსირ ათეისტს გონია) პროსტა თუ მისი გზით არ წახვედი გიკიდებს ეშმაკის საჯიჯგნად (ანუ გსჯის :თახსირი ათეისტი:) ბიბლია ყოველთვის მეჩვენებოდა წინააღმდეგობრივი და დეგენერატული. როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი რომელმაც მამას უთხრა მიდი შვილი დამიკალი და შაშლიკი გამიკეთეო??? თან ცუდი როჟა კი არაა პროსტა გამოსცადა. (ეგოისტიც ყოფილა!).
   ახალი აღთქმა არის შედევრი. ძალიან მომწონდა და დღემდე ვკითხულობ ხოლმე უსაქმურობის ჟამს. იესო! არ ვიცი არსებობდა თუ არა მარა მაგარი ვინმეა. თან ადამიანი რომაა და თან ღმერთი ეგ მომწონს. მაგას სწორად მიხვდნენ მართლმადიდებლები. მერე მძულდა შუშანიკი და ეგეთი ბანძი მაზახისტი როჟები. მერე შემძულდა გოგოები წონაში დაკლების მიზნით რომ მარხულობდნენ. ბოლოს მივხვდი რომ შემძულდა ის რადაც ჩვენმა საზოგადოებამ ღმერთი აქცია. ღმერთი ჩამოიყვანეს ციდან და გაყიდეს ბოზივით! მარა წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმიტომ რომ შენში ვარო უთხრა ადამიანს და მანდ მიქარა რა! მე რომ ღმერთი ვიყო თავს მოვიკლავდი ამ ნაგავის შემხედვარე. ისე არ გეგონოთ სამყარო მესაზიზღრება და ამორალური მეჩვენება. ღმერთის გადმოსახედიდან ვლაპრაკობ რა. თუ ასეთი კაი როჟაა ამ ყველაფრის შემხედვარე ტყვიას დაიხლიდა დიდი ხნის წინ! მარა ცაშიც რო მჯდარიყო და ზევიდან  ქვევით ეყურებინა გასუქდებოდა ამდენი ჯდომისგან. მერე პოლიტიკაში წავიდოდა. ცხოვრებას დაინგრევდა რა!
მოკლედ აღარ დავიწყებ დაკონკრეტებას იმაზე რა არის პარადოქსული წინააღმდეგობრივი ბიბლიაში, ბანალური ღმერთის იდეაში,  ისედაც ყველა მაგაზე იგინება და იფურთხება.
ეს შესავალი.
 ახლა საქმე: მე და ღმერთი დავმეგობრდით ნელ-ნელა. ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ძალიან მოსახერხებელია - აი ასე:
ღმერთს შემიძლია მივაწერო ყველა იმედგაცრუება! რატომაა სამყარო უსამართლო??? რატომ გადამიბრუნდა ფეხი დღეს დილით??? რატომ მომიკვდა ზაზუნა?? რატომ დაინვალიდდა ნათესავის ბავშვი???
ღმერთი ყველგანაა! სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შემიძლია თან წავიყვანო და საჭიროებისამებრ გამოვიყენო.
ღმერთი ყველაფერშია! ყველა სიტუაციაში შემიძლია ვაგინო!
ღმერთს შემიძლია დავაბრალო საკუთარი უბედურებები, სისუსტეები, გადავაბარო პასუხისმგებლობები. გავამართლო უსამართლობები: ღვთის ნება იყო ეტყობა ვიზა რომ არ ჩამირტყეს. ღმერთმა ისურვა ალბათ ავტობუსში რომ არასწორად ავედი.
დალშე:
მე და ღმერთი
როცა მარტო ვარ და ვერავის შევჩივლებ ან ვერავის გავუზიარებ სიხარულს ვინაა აქვე? ღმერთი! ღმერთო თავში ურო ჩამცხე მაჩვენე საით წავიდე? ღმერთო რა კარგია ყავა!
ღმერთის წყალობის ან უწყალობის იმედი შემიძლია მქონდეს ყველაფერში:
ხო ვიცი ახლა არ გამახარებს ღმერთი ან პირიქით აბა შენ იცი ღმერთო ამაში უნდა დამეხმარო (ყოველისშემძლეა და ...)
   დასასრულ: ღმერთის სახით ბავშვობაში დამაჯერეს რომ არსებობს რაღაც სრულყოფილი და უპირობოდ, ობიექტურად კარგი. მე ეს გავითავისე მეტ-ნაკლებად. მერე მივიხედ-მოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ამ ფორმით და ამ სამყაროში ასეთი ღმერთი ვერ იარსებებს. დავრჩი გაღიმებული. ჩემი შუტკები არის იმედგაცრუებული ბავშვის წუწუნი, რომელიც აღარ ელოდება საჩუქარს თოვლის ბაბუსგან. ღმერთი არის ჩემი იმედგაცრუება და ამასთან იმის განცდა რომ ოდესღაც იმედი იყო. იმედის გარეშე ვერ იქნები და თუ გაგიცრუვდა თავი უნდა დაიცვა. აქედან გამომდინარე დავუმეგობრდი ჩემს იმედისგამცრუებელს და მოვიპოვე იმედი!

суббота, 5 февраля 2011 г.

სიზმრების გამომგონებელი

თავი I


ოთარის სიზმრები


საავადმყოფოში წასვლის წინ სანახავი სიზმარი
  
  
    ჯერ არც კი გათენებულიყო. ავდექი, ჩემდა გასაკვირად ძალიან სწრაფად. ციოდა. ლოგინთან პატარა ბანკა იდო, წინასწარ მომზადებული. ჩავიხადე და ახლოს მივიტანე. თან ვცდილობდი ძირს არ დამეღვარა. ვერაფრით მოვფსი. პენისს ხელი მოვუჭირე და გამოვწურე. ძლივს წამოვიდა წვეთები. მეოთხედი ავავსე. შიგნითვე დავფერთხე და ტრუსიკი ავიწიე. თავი კარგად მოვუხუფე და რამდენიმე მუქ პარკში გავახვიე. ეგეც წინასწარ მოამზადა ვიღაცამ. პენისის თავი ცოტა მტკიოდა კიარ მტკიოდა მეწვოდა. ბანკა მაგრად მივიხუტე. ავტობუსში შემცივდა. ნეტა უფრო თბილად ჩამეცვა. შიგნიდან მაკანკალებდა. მეშინოდა სადმე არ დამეტოვებინა ბანკა. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი სხვაგან ხო არ წამიყვანდა ავტობუსი. ნერვები მომეშალა. პირში ცუდი გემო ვიგრძენი - ნერვიულობის დროს რო იცის ისეთი. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს მოვკარი თვალი. მე მიყურებდა მაგრამ სახეს ვერ ვარჩევდი. საიდან ვიცნობ საიდან?? ვერაფრით გავიხსენე. ჩემთან ერთად ჩამოვიდა.
   ძალიან ადრეა. საავადმყოფო ჯერ დაკეტილი იქნება. არადა დროზე მინდოდა ამ ყველაფრის მოშორება. ლოდინის გაფიქრებაზეც კი დამიარა ტანში. გამახსენდა რომ არაფერი მიჭამია დილით. იქვე ბუფეტში შევედი. ძველი სასადილო იყო. საიდან გაჩნდა? აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი-მეთქი-გავიკვირვე. სკოლის სასადილოს გავდა. ცარიელი იყო. ჩაი ავიღე. ბანკა მაგიდაზე დავდგი და ტუალეტის ძებნა დავიწყე. რაღაც დერეფანში ამოვყავი თავი. ბევრი ოთახი იყო, ზოგიერთი შევაღე. ყველგან ძველი მერხები იდო. არც ისე სუფთა ხალათში გამოწყობილი მედდა შემეფეთა. რაღაც ჩაიბურტყუნა. სიტყვები ვერ გავარჩიე მაგრამ მივხვდი ტუალეტი არ ქონდათ. ხელები მაშინვე გამეწება. აიზილა რაღაც საზიზღრად. მაგიდას ძლივს მივაგენი. ჩემი ბანკა გაქრა. ვის რა ჯანდაბად უნდა ჩემი ფსელი?!  ყველაფერი გადავათვალიერე: მთელი გზა სახლიდან აქამდე. აქ მოიპარა ვიღაცამ! დავიბენი. რაღაც გამიხარდა.  ყველაფერი მორჩა. ახლა თავიდან უნდა მოვფსა და ისევ თავიდან წამოვიღო. ამის გაფიქრებაზე ისევ ცუდი გემო ვიგრძენი პირში. სახლში წავალ და დავიძინებ... და დამეძინა.