ბოღღღმა (ხორხისმიერი ,,ღ"-თი)
ზოგჯერ ძალიან პირდაპირი ვარ (ზოგჯერში ჩემს ცხოვრებას ვგულისხმობ და პირდაპირში სითავხედეს) მაგრამ მაინც რამდენსაც არ ვცდილობ ყოველთვის მრჩება სათქმელი. აი რო მოდიხარ სახლში და ფიქრობ: ასე მეთქვა ნეტა, ის ისე მექნა, ამას რა უნდოდა და ა.შ. ხოდა მერე საკუთარ თავს ველაპრაკები მაგაზე. წარმოსახვით მეტოქეს ვეჩხუბები, ვეკამათები რაღაცეებზე. მოკლედ ვცდილობ განვიტვირთო. (განტვირთვისას კიდე ვიბოღმები!) ხშირად ეს სიტუაციები მეორდება.
აი მაგალითად რო ამბობენ ვინმეზე გუბკასავით ტვინი აქვს ეგრევე იწოვს ყველაფერსო, მინდება ვუპასუხო: ხოდა გაწურე ეგ გუბკა თორე ვერ ხედავ ჩაგილპა!ან მინეტზე რო ამბობენ ფუო, მინდება ვუპასუხო: თორე ბებიშენისამ ჩუპა-ჩუპსს არ ლოღნი რა!
კიდე რო მეუბნება ვინმე: ცხოვრების მოწოდება უნდა იპოვოო მინდება ვუპასუხო: შენნაირი უნიჭო არ ვარ და იმდენი მოწოდება მაქვს ამორჩევა მიჭირს-მეთქი.
ძლიერი ვარ არ ვტირიო რო იჩემებენ ეგეთი მინდა ვაწამო სანამ ცრემლი არ გადმოვარდება!
კიდე რო მეუბნებიან რა გეშველებაო: იდი ნახვიო ყოველ ჯერზე!
Website not found, error 404-ო რო ეწერება, მინდება ვუთხრა აბა რა ჯანდაბად მაძებნინეო.
რაღაცას რომ მიმალავენ და თან ასე: ნუ არაა ახლა ეს აქ სალაპარაკო მაგაზე მინდება ყველას გასაგონად ხმამაღლა ვუღრიალო: ძალიანაც გინდა თქმა, თორე აბა რატომ დაიწყებდი მაგაზე ლაპრაკს?!
რო მეუბნებიან რამე ბიოუროკრატიულ კითხვაზე: ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მინდება ვუთხრა: ბარემ მითხარი რომ ყლეზე გკიდივარ!
რო მეუბნებიან კონფორმისტი ხარო, ვნატრობ მუსკულებიანი შავსათვალიანი როჟა ვიყო და ხელში მაგარი ,,პუშკა" მეჭიროს და ვუპასუხო: ხო ძმაო პრობლემაა??
ან კიდე: შენ რომ არ ხარ რა ხეირი? ან კიდე: კლეჩატი საროჩკა რო გაცვია მაგით რამე შეცვალე?
და ძუძუებზე რო მეკაიფებიან მინდება ეგრევე მაიკა ავიწიო! აგე ნახე რა მშვენიერი ძუძუები მაქვს!
გასაუბრებაზე რომ მთხოვენ საკუთარი თავი ავღწერო პირზე მადგას: თავი თქვენზე ჭკვიანი მგონია. ემოციური პრობლემები მაქვს, შფოთვითი აშლილობა და საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში აზრზე არ ვარ! დროზე არსად მივდივარ და პუნქტუალურიც ვერსადროს გავხდები ალბათ!
რო მეუბნებიან ყველაფერი კარგად იქნებაო სახეში შეფურთხების დაუკებელი სურვილი მახრჩობს!
რო წუწუნებენ სულ და სამყაროს აგინებენ, ეს ასე რატომაა ის ასეო მინდება ვუთხრა: შენ თვითონ ხო რას ამბობ ხარ რა ამ სამყაროს გვირგვინი!
საკუთარ ცხოვრებას რომ აგინებენ, მინდება ვუთხრა მადლობა თქვი რაც გაქვს და ტრაკი გაანძრიე მეტი თუ გინდა!
მაკდონალდსში ტვინს რო ბურღავენ: გემრიელად მიირთვით! უნდა ვუთხრა: კაია რომ მაგის ზეპირად სწავლა შეძელი ჩლუნგო! ეჭვი არ შეგეპაროს გემირელად მივირთმევ და გემრიელად ვარწყევ ამ ნაგავს სახლში!
კიდევ ერთი გენიალური კითხვა: გათხოვილი ხარ? რაც ითარგმნება ქალიშვილი ხარ? ამაზე მინდება ვინც მეკითხება იმის ხელი ავიღო და საჭირო ადგილას მოვასინჯინო აპკის არსებობა-არარსებობა!
მეზობელი კოლიას ძაღლი რომ დარბის ქუჩაში მშიერი, მინდება კოლია სახლიდან გამოვაგდო და ბინა ძაღლის სახელზე გავაფორმო!
კარგი რაღაცეების თქმაც მინდა ზოგჯერ მთლად ეგეთი ბოღმაც არ ვარ. აი მაგალითად მამიდაჩემი ავადაა და მამაჩემი ეხმარება კერვაში, და რო ლამბავს და სტროჩკავს გულში ვეუბნები: მამი, შენ ჩემი გმირი ხარ!
და ჩემი გაუბედურებული მეზობელი ნინო რომ ატირებს თავის 3 წლის ბავშვს მუდმივად არ ვიცი რა ვთქვა ან ვქნა. და მაშინ იმდენი შხამი მიგროვდება, სითხედ რომ იქცეს მგონია დედამიწას დატბორავდა...
P.S. ამ ყველაფერს საკუთარ თავსაც ვეუბნები ხოლმე!
კუდიანო,
ОтветитьУдалитьკოლიას ძაღლის ამბავმა დაგლიჯა
:)
magas mere saertod cakle una mivuZRvna posti :))
ОтветитьУдалить