თავი I
ოთარის სიზმრები
საავადმყოფოში წასვლის წინ სანახავი სიზმარი
ჯერ არც კი გათენებულიყო. ავდექი, ჩემდა გასაკვირად ძალიან სწრაფად. ციოდა. ლოგინთან პატარა ბანკა იდო, წინასწარ მომზადებული. ჩავიხადე და ახლოს მივიტანე. თან ვცდილობდი ძირს არ დამეღვარა. ვერაფრით მოვფსი. პენისს ხელი მოვუჭირე და გამოვწურე. ძლივს წამოვიდა წვეთები. მეოთხედი ავავსე. შიგნითვე დავფერთხე და ტრუსიკი ავიწიე. თავი კარგად მოვუხუფე და რამდენიმე მუქ პარკში გავახვიე. ეგეც წინასწარ მოამზადა ვიღაცამ. პენისის თავი ცოტა მტკიოდა კიარ მტკიოდა მეწვოდა. ბანკა მაგრად მივიხუტე. ავტობუსში შემცივდა. ნეტა უფრო თბილად ჩამეცვა. შიგნიდან მაკანკალებდა. მეშინოდა სადმე არ დამეტოვებინა ბანკა. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი სხვაგან ხო არ წამიყვანდა ავტობუსი. ნერვები მომეშალა. პირში ცუდი გემო ვიგრძენი - ნერვიულობის დროს რო იცის ისეთი. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს მოვკარი თვალი. მე მიყურებდა მაგრამ სახეს ვერ ვარჩევდი. საიდან ვიცნობ საიდან?? ვერაფრით გავიხსენე. ჩემთან ერთად ჩამოვიდა.
ძალიან ადრეა. საავადმყოფო ჯერ დაკეტილი იქნება. არადა დროზე მინდოდა ამ ყველაფრის მოშორება. ლოდინის გაფიქრებაზეც კი დამიარა ტანში. გამახსენდა რომ არაფერი მიჭამია დილით. იქვე ბუფეტში შევედი. ძველი სასადილო იყო. საიდან გაჩნდა? აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი-მეთქი-გავიკვირვე. სკოლის სასადილოს გავდა. ცარიელი იყო. ჩაი ავიღე. ბანკა მაგიდაზე დავდგი და ტუალეტის ძებნა დავიწყე. რაღაც დერეფანში ამოვყავი თავი. ბევრი ოთახი იყო, ზოგიერთი შევაღე. ყველგან ძველი მერხები იდო. არც ისე სუფთა ხალათში გამოწყობილი მედდა შემეფეთა. რაღაც ჩაიბურტყუნა. სიტყვები ვერ გავარჩიე მაგრამ მივხვდი ტუალეტი არ ქონდათ. ხელები მაშინვე გამეწება. აიზილა რაღაც საზიზღრად. მაგიდას ძლივს მივაგენი. ჩემი ბანკა გაქრა. ვის რა ჯანდაბად უნდა ჩემი ფსელი?! ყველაფერი გადავათვალიერე: მთელი გზა სახლიდან აქამდე. აქ მოიპარა ვიღაცამ! დავიბენი. რაღაც გამიხარდა. ყველაფერი მორჩა. ახლა თავიდან უნდა მოვფსა და ისევ თავიდან წამოვიღო. ამის გაფიქრებაზე ისევ ცუდი გემო ვიგრძენი პირში. სახლში წავალ და დავიძინებ... და დამეძინა.
Mnogo emocii!! Waiting for continuation!
ОтветитьУдалить