вторник, 22 февраля 2011 г.

პარადული საუბარი პირადულ თემაზე


  ღმერთი ჩემი მეგობარია!

   ციუკა თვლის რომ ჩემი მეტყველების კონტენტ-ანალიზი რომ გავაკეთოთ ღმერთი პირველ ადგილზე იქნება. ციუკა მართალია! მე სულ ვეკაიფები ღმერთს, აუგად მოვიხსენიებ (აუგი მაგარი სიტყვაა), ვმკრეხელობ ვნაგლობ და ა.შ. მოკლედ ღმერთთან შუტკა მაქვს გახსნილი.
   დღეს გადავწყვიტე ფარდა ავხადო ჩემს საიდუმლოს: ღმერთი ჩემი მეგობარია! ყველანაირი ირონიის გარეშე.
     დავიწყებ თავიდან: ღმერთში საერთოდ ღმერთის იდეას ვგულისხმობ და არა ალაჰს იეჰოვას ან სხვა ღმერთებს. მოკლედ ჩემს თავში ღმერთი ჩაიდო ასე: უფალი მამა ერთი რომელიც განაგებს ყველაფერს, კეთილი სამართლიანი. არის ყველა ადამიანში, შეუძლია ყველაფერი, მაგრამ არჩევანის საშუალებას ყოველთვის გვიტოვებს. არ გვსჯის! (როგორც ეს ბევრ თახსირ ათეისტს გონია) პროსტა თუ მისი გზით არ წახვედი გიკიდებს ეშმაკის საჯიჯგნად (ანუ გსჯის :თახსირი ათეისტი:) ბიბლია ყოველთვის მეჩვენებოდა წინააღმდეგობრივი და დეგენერატული. როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი რომელმაც მამას უთხრა მიდი შვილი დამიკალი და შაშლიკი გამიკეთეო??? თან ცუდი როჟა კი არაა პროსტა გამოსცადა. (ეგოისტიც ყოფილა!).
   ახალი აღთქმა არის შედევრი. ძალიან მომწონდა და დღემდე ვკითხულობ ხოლმე უსაქმურობის ჟამს. იესო! არ ვიცი არსებობდა თუ არა მარა მაგარი ვინმეა. თან ადამიანი რომაა და თან ღმერთი ეგ მომწონს. მაგას სწორად მიხვდნენ მართლმადიდებლები. მერე მძულდა შუშანიკი და ეგეთი ბანძი მაზახისტი როჟები. მერე შემძულდა გოგოები წონაში დაკლების მიზნით რომ მარხულობდნენ. ბოლოს მივხვდი რომ შემძულდა ის რადაც ჩვენმა საზოგადოებამ ღმერთი აქცია. ღმერთი ჩამოიყვანეს ციდან და გაყიდეს ბოზივით! მარა წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმიტომ რომ შენში ვარო უთხრა ადამიანს და მანდ მიქარა რა! მე რომ ღმერთი ვიყო თავს მოვიკლავდი ამ ნაგავის შემხედვარე. ისე არ გეგონოთ სამყარო მესაზიზღრება და ამორალური მეჩვენება. ღმერთის გადმოსახედიდან ვლაპრაკობ რა. თუ ასეთი კაი როჟაა ამ ყველაფრის შემხედვარე ტყვიას დაიხლიდა დიდი ხნის წინ! მარა ცაშიც რო მჯდარიყო და ზევიდან  ქვევით ეყურებინა გასუქდებოდა ამდენი ჯდომისგან. მერე პოლიტიკაში წავიდოდა. ცხოვრებას დაინგრევდა რა!
მოკლედ აღარ დავიწყებ დაკონკრეტებას იმაზე რა არის პარადოქსული წინააღმდეგობრივი ბიბლიაში, ბანალური ღმერთის იდეაში,  ისედაც ყველა მაგაზე იგინება და იფურთხება.
ეს შესავალი.
 ახლა საქმე: მე და ღმერთი დავმეგობრდით ნელ-ნელა. ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ძალიან მოსახერხებელია - აი ასე:
ღმერთს შემიძლია მივაწერო ყველა იმედგაცრუება! რატომაა სამყარო უსამართლო??? რატომ გადამიბრუნდა ფეხი დღეს დილით??? რატომ მომიკვდა ზაზუნა?? რატომ დაინვალიდდა ნათესავის ბავშვი???
ღმერთი ყველგანაა! სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შემიძლია თან წავიყვანო და საჭიროებისამებრ გამოვიყენო.
ღმერთი ყველაფერშია! ყველა სიტუაციაში შემიძლია ვაგინო!
ღმერთს შემიძლია დავაბრალო საკუთარი უბედურებები, სისუსტეები, გადავაბარო პასუხისმგებლობები. გავამართლო უსამართლობები: ღვთის ნება იყო ეტყობა ვიზა რომ არ ჩამირტყეს. ღმერთმა ისურვა ალბათ ავტობუსში რომ არასწორად ავედი.
დალშე:
მე და ღმერთი
როცა მარტო ვარ და ვერავის შევჩივლებ ან ვერავის გავუზიარებ სიხარულს ვინაა აქვე? ღმერთი! ღმერთო თავში ურო ჩამცხე მაჩვენე საით წავიდე? ღმერთო რა კარგია ყავა!
ღმერთის წყალობის ან უწყალობის იმედი შემიძლია მქონდეს ყველაფერში:
ხო ვიცი ახლა არ გამახარებს ღმერთი ან პირიქით აბა შენ იცი ღმერთო ამაში უნდა დამეხმარო (ყოველისშემძლეა და ...)
   დასასრულ: ღმერთის სახით ბავშვობაში დამაჯერეს რომ არსებობს რაღაც სრულყოფილი და უპირობოდ, ობიექტურად კარგი. მე ეს გავითავისე მეტ-ნაკლებად. მერე მივიხედ-მოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ამ ფორმით და ამ სამყაროში ასეთი ღმერთი ვერ იარსებებს. დავრჩი გაღიმებული. ჩემი შუტკები არის იმედგაცრუებული ბავშვის წუწუნი, რომელიც აღარ ელოდება საჩუქარს თოვლის ბაბუსგან. ღმერთი არის ჩემი იმედგაცრუება და ამასთან იმის განცდა რომ ოდესღაც იმედი იყო. იმედის გარეშე ვერ იქნები და თუ გაგიცრუვდა თავი უნდა დაიცვა. აქედან გამომდინარე დავუმეგობრდი ჩემს იმედისგამცრუებელს და მოვიპოვე იმედი!

Комментариев нет:

Отправить комментарий