четверг, 30 июня 2011 г.

დედაუნივერსიტეტს!

    შენი ძუძუები სპილენძისაა, ზარს ჰგავს და ,,ტყვილა" სუპის  გემო დაყვება! რამდენჯერაც გული ამიცრუვდა, ქაღალდის ,,ფიფრინავი" მომაწოდე გასართობად. იმ დღესაც შენი ხელი ვიგრძენი მხარზე,  კონცერტზე გინდოდა ჩემი წაყვანა და იაფფასიანი მუსიკით გამოქლიავება!  შემეშინდა და გაკვეთილიდან გამოგდებული ბავშვივით ავიტუზე ტუალეტის სუნით აქოთებულ დერეფანში. როგორ ცდილობდი მშიერი არ დაგრჩენოდით არცერთი, მაგრამ... მრავალშვილიან ოჯახში ერთი ყოველთვის რჩება ცხვირმოუხოცავი და სახემოთხუპნული. მაინც რა გაუმაძღარი მამრი დაგეპატრონა!
    დღეს გიყურებდი შორიდან... დაბერებულხარ, სახე ჩამოგშლია... შემეცოდე. მერე გავიარე, შენს საშოში გატარებული წლები გავიხსენე... შეჯამება ვცადე, მაგრამ ასოციაციური გზები ინფორმაციის ნაკადმა ჩამიხერგა. შენშიყოფნის პერიოდიდან მხოლოდ ბუნდოვანი სიზმრები გამომყოლია. არადა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შენამდეც იყო რაღაც...
 

    
    

1 комментарий:

  1. hahah dedauniversiteti (mec egre vezaxi xolme) chemi tkivilia! :))) zaan guls mirevs im clebis ganxseneba da meore korpuss axlosac ver vekarebi... zaan magari postia. :)

    ОтветитьУдалить